ანა ტაბიძე გახლავთ იურისტი არასამთავრობო, კორპორატიულ და სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, კერძოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის, ევროპის საბჭოსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოებისათვის. ანას თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ფარავდა კვლევებს ადამიანის უფლებების დარღვევების სხვადასხვა სფეროებში აღმოსავლეთ ტიმორში, შრი ლანკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ანა იმავდროულად აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკულ უნივერსიტეტში სომხეთში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის სამართლის სკოლაში. ანა არის მსოფლიო ბანკის „Doing Business” სერიების გამოცემების თანაავტორი. ამჟმად იმყოფება კუალა ლუმპურში, მალაიზიაში.