ანდრო გოცირიძე

ანდრო გოცირიძე კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელია. იყო სს „პრივატბანკისა“ და სს „ბანკ კონსტანტას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, გენერალური ინსპექტორი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ეროვნული და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, დაინერგა კიბერცნობიერების ამაღლების მრავალკომპონენტიანი სისტემა. იგი კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო და კავკასიის უნივერსიტეტებში, ასევე, რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო მოხელეთა სასწავლო კურსზე. არის NATO PFPC-ის მიერ შექმნილი Cyber Security Generic Reference Curriculum-ის თანაავტორი.

Scroll to Top