„სამოქალაქო იდეა“ აგრძელებს ახალგაზრდული ფორუმების ციკლს “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ და გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად!
თუ ხართ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი და დაინტერესებული ხართ უსაფრთხოების, დემოკრატიის მშენებლობის, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და/ან გარემოს დაცვის თემატიკით, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტებით, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფორუმში, რომელიც სავსე იქნება საინტერესო თემებით, სპიკერებითა და მონაწილეებით.
ფორუმი გაიმართება 22 ოქტომბერს, ფაბრიკაში.
ჩვენი ახალგაზრდული ფორუმი თქვენი იდეების, ინტერესების, ლიდერული პოტენციალის გამოვლინების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ თქვენ იქნებით ფორუმი შემოქმედი, პანელების დამგეგმავი და ინიციატორი, შესაბამისად თავად შეგიძლიათ გახდეთ მომხსნებელი / პანელის მოდერატორი ან იყოთ მხოლოდ მონაწილე და ამ ფორმით ჩაერთოთ დისკუსიებში.
სპიკერობის მსურველებმა: გადმოგვიგზავნეთ CV, სამოტივაციო წერილი (ფორუმის თემატიკის შესაბამისად თემა, საკითხი რომელზეც ისურვებდით მოხსენების გაკეთებას, დისკუსიაში მონაწილეობას), ასევე 1 წუთიანი ვიდეო- სადაც ისაურებთ თქვენეულ ხედვებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. (სამოტივაციო წერილი-ქართულ ენაზე; მაქსიმუმ 2 გვერდი)
მონაწილეობის მსურველმა: გადმოგვიგზავნეთ CV, სამოტივაციო წერილი (ფორუმის თემატიკის მნიშვნელობაზე, რატომ გსურთ მასში მონაწილეობის მიღება და რა გზებით ხედავთ ქვეყნის მდგრადის განვითარების შესაძლებლობას). (სამოტივაციო წერილი- ქართულ ენაზე; მაქსიმუმ 1 გვერდი).
2020 წლის ღონისძიება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/GeorgianCivicIDEA/videos/556948638364619
რეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე