ბრიტანეთის პრინცთან კავშირების მქონე ჩინელი მოქალაქე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ჩინელმა მოქალაქემ, რომელსაც ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან მჭიდრო კავშირები აქვს,  უარყო ბრალდება ჯაშუშობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც სასამართლოში ჩინეთის აგენტად დასახელდა. იანგ თენგბომ, რომელიც საიმიგრაციო აპელაციის სპეციალური კომისიის (SIAC) ბოლო გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, როგორც ენდრიუს „ახლო მესაიდუმლე“, ორშაბათს უარი თქვა ანონიმურობის კანონიერი უფლების გამოყენებაზე, რათა პასუხი გაეცა ბრალდებებისთვის.

”მე არაფერი გამიკეთებია ცუდი ან უკანონო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩემ წინააღმდეგ წამოჭრილი შეშფოთება უსაფუძვლოა”, – თქვა თენგბომ განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. მან ასევე აღნიშნა, რომ მის შესახებ გავრცელებული აღწერა – “ჯაშუში” – “სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს”.

2023 წლის ივლისის წერილში, რომელიც ციტირებულია SIAC-ის განჩინებაში, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისმა აცნობა იანგს, რომ მათ ჰქონდათ საფუძველი ეფიქრათ, რომ ის „ჩართული იყო, ან ადრე ეწეოდა ფარულ და მომატყუებელ საქმიანობას გაერთიანებული ფრონტის სამუშაო დეპარტამენტის (UFWD), ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) სახელმწიფო აპარატის ფილიალის სახელით“. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იანგის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულების მიხედვით, პრინცი ენდრიუ უფლებას აძლევდა მას ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო ფინანსური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური პარტნიორებისა და ინვესტორების ჩართვას ჩინეთში.

ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტო MI5 იკვლევდა ფულს, რომელსაც ენდრიუ ჩინეთიდან იღებდა, ხოლო The Times-მა განაცხადა, რომ პრინცმა ენდრიუმ ადრე  არაერთხელ მიიწვია იანგ ტენბო რამდენიმე სამეფო საკუთრებაში, როგორებიცაა ბაკინგემის სასახლე, წმინდა ჯეიმსის სასახლე და უინძორების სასახლე.

იანგი, რომელიც თითქმის 20 წელი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში, მართავდა იორკის ჰერცოგის PitchatPalace-ს ჩინეთში. სასამართლო დოკუმენტები აჩვენებს, რომ მას ასევე ჰქონდა უფლება, ჩინეთში ბიზნეს გარიგებებში პრინცი ენდრიუს სახელით ემოქმედა. ის ორ ყოფილ კონსერვატიულ პრემიერ მინისტრთან, ტერეზა მეის და დევიდ კამერონთან ერთადაც ყოფილა დაფიქსირებული და ცნობილია, რომ შეხვედრია სხვა პოლიტიკოსებსაც, მათ შორის, ყოფილ ვიცე-პრემიერ ჯონ პრესკოტს.

უშიშროების მინისტრმა დენ ჯარვისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კანონების გადახედვა, რომელიც ითვალისწინებს უცხო მთავრობებისთვის მომუშავე პირების გამჟღავნებას ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, 2025 წლის ზაფხულამდე ვერ იქნება შესაძლებელი. MI5-მა, ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა მთავრობა, რომ ახალი კანონი არაეფექტური იქნება, თუ ჩინეთი ბრიტანეთის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ არ იქნება წარმოდგენილი.

ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის გამჭვირვალე იყო და არასოდეს მონაწილეობდა ტყუილებსა თუ ინტერვენციაში. პრესსპიკერმა ბრალდებები მიიჩნია “უსაფუძვლო ვარაუდად”, რომელიც, მისი თქმით, განხილვადაც არ ღირს.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საელჩომ ლონდონში მოუწოდა დიდ ბრიტანეთს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პრობლემების შექმნა“ და „შეწყვიტოს ანტიჩინური პოლიტიკური მანიპულაციები“.

Scroll to Top