გაზრდილმა სუბსიდიებმა ჩინეთში ავტომობილების გაყიდვების ხუთთვიანიკლების ტედენცია შეაჩერა

ჩინეთის სამგზავრო მანქანების გაყიდვები სექტემბერში 4,3%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გაყიდვების კლება, რაც წინა თვეებში შეინიშნებოდა, ვაჭრობის წახალისების მიზნით სტიმულირებულმა სახელმწიფო სუბსიდიებმა შეაჩერა. სუბსიდიები ფართო მასტიმულირებელი პაკეტის ნაწილია.

მოგების მთელი წილი ბატარეებზე მომუშავე მანქანებს რეალიზაციაზე მოდის, რომელთა მწარმოებლებმაც და მომხმარებლებმაც მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ სახელმწიფო სუბსიდიებით ისარგებლეს. ამავდროულად კი, საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვები შემცირებას განაგრძობს.

სექტემბერში მსოფლიოს უდიდეს ავტობაზრობაზე გაყიდვებმა 2.13 მილიონ ავტომობილს მიაღწია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2.04 მილიონი იყო. ჩინეთის სამგზავრო ავტომობილების ასოციაციის (CPCA) მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, გაყიდვები 1.9%-ით გაიზარდა 2023 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით.

ელექტრომობილებისა და პლაგ-ინ ჰიბრიდების გაყიდვები 50,9%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი გაყიდვების 52,8%-ს შეადგენს. სექტემბერი ზედიზედ მესამე თვე იყო, რაც ბატარეებზე მომუშავე მანქანები, მათ შორის პლაგ-ინ ჰიბრიდები აჭარბებდნენ ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვებს ჩინეთში.

მიმდინარე წლის სექტემბერში ბენზინისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 1 მილიონზე მეტი იყო, რაც 100 000-ზე მეტით აღემატება 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელს. თუმც მიმდინარე წლის მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩებოდა გასული წლის სექტემბრის გაჩვენებელს. 2023 წლის სექტემბერში ჩინეთში 1,29 მილიონზე მეტი ბენზინის ძრავიანი ავტომობილი გაიყიდა.

ელექტრომობილების და პლაგ-ინ ჰიბრიდების გაყიდვებმა (კატეგორია, რომელიც ჩინეთის ინდუსტრიული ჯგუფის მიერ კლასიფიცირდება, როგორც "ახალი ენერგეტიკული ავტომობილები") სექტემბერში 1.12 მილიონს მიაღწია, პირველი ცხრა თვის განმავლობაში კი ჯამში 7.13 მილიონს.

გლობალურ მასშტაბზე მიმდინარე წელს ელექტრომობილების გაყიდვები შემცირდა, რის მიზეზიც ჩინეთის ფარგლებს გარეთ ავტომწარმოებლების საქმიანობის შემცირებაა. თუმცა ამავდროულად, იგივე პროდუქტის გაყიდვები ჩინეთში გაიზარდა, რაც სამომხმარებლო სუბსიდიების შედეგია.

წყარო: https://www.reuters.com/business/autos-transportation/china-car-sales-rise-snapping-five-month-decline-subsidy-boost-2024-10-12/

Scroll to Top