გვანცამ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მან სტაჟირება გაიარა ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში’’ იურიდიული დახმარების ცენტრში იურისტის თანაშემწედ. აგრეთვე, პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში იურიდიული დეპარტამენტის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივნის ასისტენტად.
2016-17 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სასამართლო მონიტორის პოზიციაზე, ხოლო შემდგომ საარჩევნო მონიტორად.
გვანცას აქვს გამოცდილება: სახელშეკრულებო, საარჩევნო, შრომის, დელიქტურ და ადმინისტრაციულ სამართალში.