გიორგი აფციაური

გიორგი სპეციალობით ფინანსისტია. იგი ფლობს ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სპეციალობით (კავკასიის უნივერსიტეტი) და საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (საქართველოს უნივერსიტეტი). პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების ტრენინგ პროგრამები, როგორც ფინანსების და ბუღალტერიის განხრით, ასევე პროექტების მართვის, ფონდების მოძიების და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით.

გიორგის გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება  ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე არასამთავრობო სექტორში ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროქტების ფარგლებში.

Scroll to Top