გიორგი კანაშვილი

გიორგიმ დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა – რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიული სწავლებები; ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა. გიორგი ჯონ სმიტის სახელობის პროგრამის სტიპენდიანტია. ამჟამად, იგი, ამავე უნივერსიტეტში დოქტორანტურაში აგრძელებს სწავლას. 2011-2018 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია – კავკასიური სახლის, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

გიორგი კანაშვილი წლების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-რუსულ სამშვიდობო დიალოგში.

მისი ინტერესის სფეროს განეკუთვნება: კონფლიქტები კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასია, რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რუსეთის რბილი ძალა, და ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი კანაშვილი ავტორი და თანაავტორია რიგი აკადემიური, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომებისა.

Scroll to Top