გიორგი მოლოდინი

გიორგის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრიც საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის ფაკულტეტის დასრულებისას მიენიჭა. იგი ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტოლოგიაში.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ნატოს ობერამერგაუს სკოლაში გიორგი მოლოდინმა სტრატეგიული კომუნიკაციების საჯარო მოხელეთა სპეციალური კურსი გაიარა. მანამდე კი გავლილი აქვს საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრისა და Deutsche Welle – ს ტრენინგები.

გიორგი მოლოდინს არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთსა და ტელევიზიაში ჟურნალისტის პოზიციაზე. საჯარო სამსახურში მისი კარიერა 2012 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო. 2017 წლამდე იგი საქართველოს იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.  აღსანიშნავია, რომ სწორედ გიორგის მცდელობით და აქტიური ჩართულობით დაფუძნდა სტრატეგიული კომუნიკაციების პირველი რგოლი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების შემადგენლობაში და იგი 2016 წლამდე თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2018 წლიდან კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს“ დამფუძნებელია.

გიორგი მოლოდინი სახელმწიფო სამსახურში ისეთი პროექტების ავტორი და თანავტორია, როგორებიცაა „არმიქარდი“ და „მედიასწავლება – ღირსეული პასუხი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ის ასევე არის ავტორი საგაზეთო და ანალიტიკური სტატიებისა. მიღებული აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის „მადლობა“ სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

Scroll to Top