დავით უსუფაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2012-2016 წლებში; საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005-13); კონსტიტუციური სამართლის კონსულტანტი UNDP/EU პროექტებში (2005-11); USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი სამართლის და პოლიტიკის საკითხებში (2001-05); პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-01); AMEX International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი (1999-00); თსუ-ს სამართლის მასწავლებელი (1992-96); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (1995-97); სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-95); საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მთავარი იურიდიული მრჩეველი (1992-94); ცესკო-ს წევრი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი (1990-92). ფლობს იურისტის დიპლომს (1985-92, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი) და საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს (1997-99, აშშ-ს დიუკის უნივერსიტეტი).