დავით ჩხეტიანი

დავით ჩხეტიანი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკია. ამჟამად მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში,  სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის შტაბის უფროსის თანამდებობაზე.

იმყოფებოდა სამშვიდობო მისიებში, კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

2006-2008 წლებში იგი მუშაობდა უსაფრთხოების სპეციალისტად  ერაყის რესპუბლიკაში ა.შ.შ თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტებზე.

მას გავლილი აქვს ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ბრიტანული ჩარტერული მენეჯმენტის ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამები და ასევე მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ნაშრომით „ჰიბრიდული ომი: სტრატეგია და ტაქტიკა“.

წარჩინებით დაამთავრა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია და ბუნდესვერის არტილერიისა და ოფიცერთა სკოლები.  კარიერის განმავლობაში მსახურობდა სპეციალური დანიშნულების ძალებში, სახმელეთო ჯარების სხვადასხვა ქვედანაყოფებში და თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, მათ შორის, ბრიგადის შტაბის უფროსის, კაპიტნის საკარიერო სკოლის მეთაურის და სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მეთაურის თანამდებობებზე. წარჩინებით დაამთავრა აშშ-ს მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და დიდი ბრიტანეთის სამეფოს თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ძალების სამეთაურო საშტაბო კოლეჯი.