დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა ბათუმში

“სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი
ბათუმს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ლექცია – “დემოკრატია პრაქტიკაში” წაიკითხა. ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტრენინგებსა და შეხვედრებს რამდენიმე თვის მანძილზე მთელს საქართველოში ჩატარებს.

 პროექტის ფარგლებში ასევე დაიწყება დემოკრატიის ონლაინ აკადემიის კურსი, სადაც მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები ყოველგვარი ტერიტორიული ბარიერების გარეშე, ვირტუალურად შეძლებენ.

Scroll to Top