დისკუსია ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. 

24 ნოემბერს „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო ტალინში ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიაში. 

ამჟამად ნატოს საზღვრები ფართოვდება და იგი ხდება უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე. დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთმა და შვედეთმა 2022 წლის 18 მაისს, ნატოს გენერალურ მდივანს –  იენს სტოლტენბერგს, ერთდროულად გადასცეს თავიანთი ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ, რა გავლენას მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ორგანიზაციასა და რეგიონზე? რა გავლენას მოახდენს აღნიშნული წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე?
კონფერენციის პარალელურად თინათინ ხიდაშელი ესტონეთის დედაქალაქში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.