ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ინდოეთში ჩავიდა, სადაც BRICS-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა და მაღალი რანგის წარმომადგენელთა მე-16 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ორივე ქვეყნისთვის ეს ვიზიტი ორმხრივი დიალოგის აღდგენის მნიშვნელოვანი მცდელობაა.
ნიუ–დელიში მიმდინარე მაღალი დონის ფორუმზე BRICS-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ლიდერები რამდენიმე კრიტიკულ საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგშია რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი მექანიზმები და გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ აჯიტ დოვალთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. განხილვის მთავარ თემებს შორის იქნება პეკინსა და დელის შორის საზღვრის უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება და BRICS-ის პლატფორმის ფარგლებში ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება.
ვიზიტი საყურადღებოა ჩინეთსა და ინდოეთს შორის ბოლო წლებში არსებული სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე. უცხოური მედიის შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა არის მხარეების ეტაპობრივი მცდელობა, თავიდან აიცილონ კონფლიქტის ახალი ესკალაცია და შენარჩუნდეს კომუნიკაციის არხები ორ რეგიონულ ძალას შორის.
BRICS-ის უსაფრთხოების შეხვედრა 23 ივნისამდე გაგრძელდება.




