ვერონიკა ვიხოვა

ვერონიკა ვიხოვა არსამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ღირებულებების ცენტრის“ ანალიტიკოსი და კრემლის საქმიანობის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელია. იგი თანაავტორია ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოცემული კვლევისა „როგორ წარმოადგენს კრემლის პროპაგანდა ევროპელ ლიდერებს“. ამას გარდა ვერონიკა ვიხოვას თანაავტორობით გამოცემულია კიდევ ერთი კვლევა: „კრემლის გავლენის ოპერაციებზე ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს კონტრზომების მიმოხილვა“.  იგი ამზადებს ყოველკვირეულ საინფორმაციო ცნობარს „კრემლის მონიტორინგის ბრიფინგი”, დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების  შესახებ, რომელიც 7000-მდე ევროპელ მკვლევარს, ჟურნალისტსა და საჯარო მოხელეს ეგზავნება.

ვერონიკა ტრანსატლანტიკური პროგრამის სტიპენდიატია, რომელსაც უცხოეთის ამბების ჟურნალი ვაშინგტონში მასპინძლობს. პროგრამის მოქმედების დროს იგი სენატორი რობ პორტმანის ოფისში მსახურობდა.

2017 წელს გაიარა უსაფრთხოების ახალი ლიდერების პროგრამა.

Scroll to Top