თამარ ავალიანი

თამარი არის სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  მიწვეული პროფესორი 2011 წლიდან.  მას აქვს  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა იურისტად მუშაობისა და საექსპერტო-საკონსულტაციო  საქმიანობის 10 წელზე მეტი ხნის  გამოცდილება. 2010 წლიდან იგი წარმატებით აწარმოებს საქმეებს როგორც ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2009 წლიდან იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა და სამართლის მკვლევარად სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2015 წლიდან თამარ ავალიანი არის სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიცენზირებული ადვოკატი.

თამარი ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების საკითხებზე 30-მდე პუბლიკაციისა და კვლევის  ავტორია.

Scroll to Top