თამარ ლალიაშვილი

2010 წლიდან  თამარი გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2010 წელს ქ. ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნის, ერთი მონოგრაფიის  და 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არაერთი სამეცნიერო გრანტის მფლობელი, რის საფუძველზეც ყოველწლიურად ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკისა და აშშ -ს წამყვან უნივერსიტეტებში.

2001-2006 წლებში თამარ ლალიაშვილს ეკავა საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში გახლდათ  საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

Scroll to Top