სამოქალაქო ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი 23-24 ოქტომბერს, მიუნხენში, ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის მიერ ორგანიზებულ გლობალური ტოტალური თავდაცვის სამიტში (Global Total Defence Summit) მონაწილეობდა.
სამიტმა გააერთიანა უკრაინის, კავკასიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, აშშ-ის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წარმომადგენლები, რათა განეხილათ, როგორ შეუძლიათ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს უსაფრთხოების მზარდ და ცვალებად საფრთხეებთან გამკლავება.
დისკუსიები შეეხებოდა უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციასა და ჩარევას, კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტსა და ახალ ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.




