თინათინ ხიდაშელი “ფორუმ  2000” მონაწილეობს

2023 წლის 15-17 ოქტომბერს “სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, პრაღაში გამართულ “ფორუმ  2000”-ს  დაესწრო. სადაც, ორ დისკუსიაში, მომხსენებლად მიიღო მონაწილეობა.
16 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით: “Claiming the Center in Georgia ”.  პანელი ეხება იმ ქართველი ქალი პოლიტიკოსების ჩართულობას, რომლებიც ცენტრისტული პარტიებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან გამკლავებას ცდილობენ. ქალების გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირადი კონკურენციის დასაძლევად, დემოკრატიული რეფორმისა და ევროპული ინტეგრაციის აღსადგენად. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, მთავრობა კავშირებს ამყარებს რუსეთსა და ჩინეთთან. ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის ბოლოდროინდელმა პოლარიზაციამ დაჩრდილა, უფრო პატარა ცენტრისტული პარტიები და შეზღუდა პოლიტიკური წარმომადგენლობა. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები, თანამშრომლობის ახალ წესებთან ერთად, გვთავაზობს ცვლილებების შესაძლებლობას. ახალგაზრდა ქალ ლიდერებს, თანამშრომლობით და ახალი იდეების წარმოდგენით, შეუძლიათ ქართული პოლიტიკის განახლება.

17 ოქტომბერს კი თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით: ,,ანაცვლებს თუ არა ჩინური სამყარო ,,რუსკი მირს’’ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში?’’. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი შესაძლოა თავს გვაჩვენებდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ გლობალური ძალაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მეზობლებზე, სინამდვილეში, რუსეთის შესაძლებლობები სუსტდება და გააგრძელებს დასუსტებას. იმავდროულად, ჩინეთი სისტემატიურად მიიწევს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რეგიონებში, რომლებიც ადრე „რუსულ მინდვრად“ ითვლებოდა და ავსებს არსებულ სიცარიელეს. რუსეთიც კი სულ უფრო მეტად ხდება ჩინეთზე დამოკიდებული. ევროპა, როგორც ყოველთვის, ფარდის უკან დგას. უკრაინისადმი ევროპის დიდი ყურადღების გამო, ჩინეთის ეს შემოჭრა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შეუმჩნეველი რჩება. როგორია ამჟამინდელი ურთიერთობები? რა შეიძლება გაკეთდეს რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდის რისკებზე ყურადღების გასამახვილებლად? პანელში მონაწილეობასთან ერთად, თინათინ ხიდაშელი “ფორუმ  2000”-ის  ჩინეთის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

Scroll to Top