ივო იურვეე

დოქტორი ივო იურვეე თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი და უსაფრთხოებისა და მედეგობის პროგრამების ხელმძღვანელია. მას სხვადასხვა უწყებებში უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა: ესტონეთის საჯარო სამსახურში, როგორც ესტონეთის მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოორდინაციის დეპარტამენტის მრჩეველი და ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემიის  შიდა უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ამავე დროს იგი ასწავლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში, ობერმანენგაუს ნატოს სკოლაში და, აგრეთვე, საზღვრის დაცვის კურსს ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის ფრონტექსის მაგისტრატურის პროგრამაში.

ივო იურვეემ დაამთავრა მაგისტრატურა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. იგი იყო წარჩინებული მკვლევარი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავურ და აღმოსავლეთევროპულ მეცნიერებათა სკოლაში. მიიღო დოქტორის ხარისხი ტარტუს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სადისერტაციო ნაშრომისათვის „ომამდელი ესტონეთის საინფორმაციო უსაფრთხოება“. 

ივო იურვეეს პროფესიული და აკადემიური კვლევის ინტერესის საგანია საინფორმაციო ომი და დაზვერვის სამსახურების როლი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია  და  ორი მონოგრაფია სადაზვერვო სამსახურების ისტორიის შესახებ.

Scroll to Top