“სამოქალაქო იდეამ” 2025 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, “ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის”, ირანულენოვანი წყაროების საფუძველზე გაანალიზა და გაშიფრა ის სქემები თუ როგორ იყენებენ ირანული ბიზნესწრეები საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად.
წინამდებარე კვლევა ეხება იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2022-2025 წლებში საქართველოში ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებდნენ, მათ შორის არსებულ კავშირებსა და მათ საქმიანობას.
კვლევის ძირითადი მიგნებები
ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებისა და დოკუმენტაციის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა.
აღნიშნული 72 კომპანიიდან:
- 15 კომპანია დაკავშირებულია უცხოეთის, მესამე ქვეყნების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სომხეთის, მოქალაქეებთან.
- 10 კომპანია დაკავშირებულია ირანის მოქალაქეებთან, ხოლო ორი კომპანიის ხელმძღვანელთა ან/და მეწილეთა პარტნიორებს შორის ასევე არიან ირანის მოქალაქეები.
- 8 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან, რომელთაგან სამი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშია გამარჯვებული.
- 8 კომპანიასთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გაფორმებული აქვთ კონტრაქტები, ხოლო სამი კომპანიის ხელმძღვანელ ან/და მეწილე პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო კონტრაქტების მფლობელები არიან.
- 5 კომპანია დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველთან. კერძოდ, შპს „აისი“, შპს „იჰლას“, შპს „ბახულა მოტორსი“, შპს „ბაზა-22“, შპს და „სულფეკო“ წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი აიპი „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წევრ ორგანიზაციებს. აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტია ბაკურ ხუნდაძე, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” შემომწირველია.
- 4 კომპანია არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია საჯარო ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – „ქართული ოცნების“ დეპუტატთან.
ანგარიში სრულად:




