კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორია. აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში, ჟურნალისტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებს, დიპლომატიურ სამსახურსა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ტექნიკური დახმარებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტებს. ასრულებდა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტანმენტს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. ბოლო 18 წლის განმავლობაში აქტიურად აწარმოებს კვლევებს და აქვეყნებს სამეცნიერო და ანალიტიკურ ნაშრომებს ევროპული ინტეგრაციის – მათ შორის ევროპული უსაფრთხოების – საკითხებზე.

იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამი მოწვევის მმართველი კომიტეტის წევრი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. არის საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარე.

Scroll to Top