კვლევა – „კეთილგანწყობიდან გავლენამდე: ჩინეთის მზარდი “რბილი ძალა” სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ – აანალიზებს, როგორ იყენებს ჩინეთი სხვადასხვა ინსტრუმენტს რეგიონში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.
🔎 ანგარიში მოიცავს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის შედარებით ანალიზს და ყურადღებას ამახვილებს:
- საგანმანათლებლო და აკადემიურ თანამშრომლობაზე;
- კულტურულ ინიციატივებსა და გაცვლით პროგრამებზე;
- მედიასთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის გავრცელებაზე;
- პოლიტიკურ კავშირებსა და პარტიულ დიპლომატიაზე.
რა გამოიკვეთა საქართველოს შემთხვევაში?
- ჩინური კომპანიებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების როლის ზრდა;
- მმართველ პარტიასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობები;
- ჩინეთის წარმოჩენა დასავლეთის ალტერნატივად;
- პოლიტიკური გარემო, რომელიც ჩინეთის გავლენის გაფართოებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
📌 კვლევის მთავარი მიგნება: ჩინეთის „რბილი ძალა“ მხოლოდ კულტურული დიპლომატიასთან ერთად, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გატარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.




