ლადო ნაფეტვარიძე

ლადო 5 წელზე მეტია რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტია. საგანამანათლებლო საქმიანობის გარდა, ის ჩართულია კვლევით პროექტებში და მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. 

აკადემიური მოღვაწეობასთან ერთად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ლადო აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ აქტივობებში. კონკრეტულად კი, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „გერგარტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. „გერგარტის“ მიერ ინიცირებული  სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით,  ცდილობს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აუმაღლოს ცნობიერება სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.

Scroll to Top