ლუკაშენკო Forever ?!

26 წელია, რაც ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტია. 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სწორედ მან გაიმარჯვა, ხმათა „სულ რაღაც“ 80 პროცენტით. თუმცა, არჩევნებს, ამჯერად დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა: არნახული მასშტაბის მიტინგები, დარბევები, რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო (არის ერთი გარდაცვლილიც), 5-დან 7 ათასამდე პროტესტანტი დაკავებულია, ხოლო ოპოზიციის ლიდერი – სვეტლანა ტიხონოვსკაია, ძალოვნებმა ლიტვაში გააძევეს.

ამ ეტაპზე, თითქმის შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა მოხდება ხვალ; მაგრამ არეულობის ოთხი დღის თავზე, საპროტესტო მუხტმა მოიკლო და იქმნება განცდა, რომ ის რაც მოხდა თუნდაც სომხეთში შეუძლებელია ბელარუსში. ამ მცირე ტექსტში, ვცდი ავხსნა, თუ რატომაა ლუკაშენკო დღემდე „უძლეველი“.

იხილეთ სრული ტექსტი ?

Scroll to Top