მიხეილ დარჩიაშვილი

მიხეილ დარჩიაშვილი სახელმწიფო მართვის პროგრამის მენეჯერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში – დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში. არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი, აფილირებული პროფესორი და ლექტორი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.

მიხეილ დარჩიაშვილის დიპლომატიური კარიერა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში. მუშაობდა ჯერ პირველი მდივნის, შემდგომ კი პოლიტიკური მრჩევლის პოზიციებზე ნატოსთან საქართველოს მისიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში, თავდაპირველად უფროსი მრჩევლის, შემდგომ კი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციებზე.

ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, სადაც მის საპასუხისმგებლო მიმართულებებს წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობები (განსაკუთრებული აქცენტი აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ნატოში გაწევრების საკითხებზე) და თავდაცვის პოლიტიკა და დაგეგმვა.

მიხეილ დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის (MPA) ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ.