მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე.

„სამოქალაქო იდეას“ ორგანიზებით და თბილისში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს დაფინანსებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, გაიმართა მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

მრგვალი მაგიდა ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლის წარმოჩენას და წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილებების ჩვენებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ქვეყნის განვითარების კურსი და არსებული პრაქტიკა.

შეხვედრა გახსნა მერაბ ტურავამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელმაც სასამართლოს მიერ გამოტანილ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა შორისაცაა, 2015 წელს მიღებული, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის საქმე, საქმეები, რომლებმაც შეცვალეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ისაუბრეს გადაწყვეტილებებზე, სადაც სასამართლომ იმსჯელა პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე და ამასთან, იმსჯელეს საერთაშორისო გადაწყვეტილებების/მექანიზმების გამოყენებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი ურთიერთმიმართებისა და გამოყენების ლეგიტიმურობის საკითხებზე.

მოცემული პროექტის ფარგლებში, ამ საქმეებზე იგეგმება რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს გადაღება, სადაც მთავარი ყურადღება დაეთმობა საქმეების შინაარსს, ისტორიულ კონტექსტს და მოსამართლის/მოსამართლეების როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

Scroll to Top