ნიკოლოზ აგლაძე

პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე ამჟამად სსიპ „დელტას“ სამხედრო მრჩეველია. თავისი კარიერის განმავლობაში იგი მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად სამხედრო განათლების სფეროში. მუშაობდა სამხედრო ინსტრუქტორად სხვადასხვა დონის საკარიერო კურსებზე, სადაც მონაწილეობდა სამხედრო ლიტერატურისა და დოქტრინების შემუშავებაში. მოგვიანებით იგი დაინიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტად. ამავე დროს იგი აქტიურად იყო ჩართული სამხედრო საბაკალავრო პროგრამების შემუშავებასა და დახვეწაში.

ნიკოლოზ აგლაძე მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლის პირველ მოადგილედ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. აქ იგი კურირებდა საკადრო პოლიტიკას და სამხედრო განათლებას.

დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემია და მიიღო ისტორიის ბაკალავრის ხარისხი. სწავლობდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიაში და დაამთავრა სამეთაურო-საშტაბო კურსი (ACSC). აგრეთვე სწავლობდა ლონდონში, თავდაცვის სამეფო კოლეჯში (RCDS).