საზაფხულო ბანაკი "civicampt 2025" ჩატარდა პროექტის "როგორ იქმნებოდა საქართველო" ფარგლებში, პროექტის მიზანია, მოგვითხროს ჩვენი ქვეყნის მდიდარ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე. ასევე, წარმოაჩინოს იმ უმცირესობების წვლილი, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნეს საქართველოს საერთო ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა.

საზაფხულო ბანაკი "Civicamp 2026"

თემა: “ჩვენ საქართველოს მოქალაქენი”
 
დრო: 20-25 აგვისტო
 
მთელი საქართველოდან შერჩეული 18-21 წლის ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ, თუ რას ნიშნავს კონსტიტუციის პირველი სამი სიტყვა, რა ძალა აქვს ხალხის ძალაუფლებას და როგორ ბალანსდება თავისუფლება და წესრიგი დემოკრატიულ სახელმწიფოში.

საზაფხულო ბანაკი "Civicamp 2025"

თემა: უმცირესობათა თემების ინტეგრაცია და სამოქალაქო დიალოგი 
 
დრო: 20-25 აგვისტო
 

18-22 წლის მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ იმისთვის, რომ: ესწავლათ უმცირესობათა თემების ინტეგრაციისა და სამოქალაქო დიალოგის შესახებ; დასწრებოდნენ ინტერაქტიულ ტრენინგებსა და ლექციებს; დაეგროვებინათ ახალი ცოდნა, გამოცდილებები, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.

საზაფხულო სკოლა 2024

თემა: ეთნიკური მრავალფეროვნება ევროინტეგრაციის დღის წესრიგში

დრო: 29 ივლისი – 3 აგვისტო

საზაფხულო სკოლა ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მრავალეთნიკურობა და მრავალრელიგიურობა, უსაფრთხოება, ანტილიბერალური პოპულიზმი, რუსეთის გავლენის საფრთხეები საქართველოში, კონფლიქტების ტრანსფორმაციული ხასიათი და სხვა. ინტერაქციული სემინარების და სიმულაციური თამაშების საშუალებით მონაწილეები ერთვებოდნენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებში.

Scroll to Top