“სამოქალაქო იდეას“ პოზიცია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე.

“სამოქალაქო იდეა“ გმობს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს,  აუცილებელი და უალტერნატივოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:

  • უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, ისევე, როგორც რუსეთში ფრენებზე :
  • სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს.

ასევე , მიუღებელია ქართული ავიაკომპანიის სურვილი, განახორციელოს ფრენები მოსკოვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აზიმუტმა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, თუმცა ახორციელებს  ფრენებს სიმფეროპოლის მიმართულებით , ყირიმში. რაც აბსოლუტურად იგივე კონტექსტია, როდესაც  ოკუპანტი ქვეყნის ავიაკომპანია ასრულებს რეისებს მის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

განცხადებაში ნათქვამია რომ უკრაინული მხარე გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, რათა დააყენოს მათთან მსგავსი შემზღუდავი ზომების შემოღების საკითხი. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში ვიხილოთ ინფორმაცია აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა კომპეტენტური სახელმწიფოებისა თუ ინსტიტუციების მხრიდან ავიაკომპანია აზიმუტის სანქცირების შესახებ.

Scroll to Top