სი ძინპინი ლუკაშენკოს შეხვდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 29 ივნისს პეკინში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე პეკინმა ხაზი გაუსვა ბელარუსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია და ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. პეკინის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს უნდა მოემსახუროს.

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუკაშენკომ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ეკონომიკურ და ინდუსტრიულ თანამშრომლობაზე გააკეთა. მან ჩინეთთან თანამშრომლობის ერთერთ წარმატებულ მაგალითადდიდი ქვისინდუსტრიული პარკი დაასახელა, სადაც ჩინური კომპანიები უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ 2026-2027 წლებში ჩინეთბელარუსის ურთიერთობებში ერთერთი მთავარი მიმართულება ინდუსტრიული თანამშრომლობა იქნება.

სი ძინპინმა ორ ქვეყანასრკინის მეგობრებიუწოდა და განაცხადა, რომ ჩინეთბელარუსის ურთიერთობებმა საერთაშორისო გარემოს ცვლილებებს გაუძლო. პეკინის გზავნილი ბელარუსისთვის დიპლომატიური მხარდაჭერის დემონსტრირებაა და აჩვენებს, რომ ჩინეთი აგრძელებს კავშირების გაღრმავებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთის სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან.

ამ ფონზე, ბელარუსი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართულებით. სი ძინპინთან შეხვედრამდე ლუკაშენკო პეკინში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

Scroll to Top