სი ძინპინი შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 8-9 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა, სადაც ქვეყნის ლიდერს, კიმ ჯონ უნს შეხვდება. ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება ფხენიანში 2019 წლის შემდეგ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, სი ძინპინის ვიზიტი პეკინის მცდელობას ასახავს, შეინარჩუნოს და გააძლიეროს გავლენა კორეის ნახევარკუნძულზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან თანამშრომლობას სულ უფრო მეტად აფართოებს.

მოსალოდნელია, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებების მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური კავშირები და ჩინეთჩრდილოეთ კორეის 1961 წლის ურთიერთდაცვის ხელშეკრულება იქნება, რომელიც დღემდე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ საყრდენად რჩება.

ვიზიტს დამატებით დატვირთვას სძენს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის აქტიური გაფართოების მიმდინარე ფონი. რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინმა ახალი ბირთვული ობიექტი დაათვალიერა და ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობებისსწრაფი და მასშტაბური ზრდისაუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო შეფასებით, ფხენიანი მსგავსი განცხადებებით ცდილობს მოლაპარაკებების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებას.

ამავე დროს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პეკინსა და ფხენიანს შორის მაღალი დონის კონტაქტები საგრძნობლად გააქტიურდა. 2025 წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინი ჩინეთს ეწვია და მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად სამხედრო აღლუმშიც მიიღო მონაწილეობა.

მომავალი სამიტი აჩვენებს, რამდენად წარმატებით შეძლებს ჩინეთი ჩრდილოეთ კორეაზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას რეგიონში მზარდი გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე.

Scroll to Top