სი ძინპინი ჩინეთის არმიაში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაღრმავებისა და სამხედრო მოდერნიზაციის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 31 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, მან განცხადებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს თემატურ სხდომაზე გააკეთა.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის სახალხოგანმათავისუფლებელი არმია კომუნისტური პარტიის აბსოლუტურ ხელმძღვანელობას უნდა დაემორჩილოს. მან სამხედრო ძალების განვითარების მთავარ საზომად საბრძოლო ეფექტიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ კორუფცია არმიის პოლიტიკურ ერთიანობასა და საბრძოლო შესაძლებლობებს აზიანებს.

ჩინეთის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას. მისი თქმით, პეკინმა უნდა დააჩქაროსინტელექტუალური სამხედრო სისტემისშექმნა, რაც უპილოტო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერსაინფორმაციო სისტემების სამხედრო სფეროში უფრო ფართოდ გამოყენებას გულისხმობს.

განცხადება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავის წინ გაკეთდა. სი ძინპინის მმართველობის პერიოდში ანტიკორუფციული კამპანია არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და სამხედრო შესყიდვების სისტემასაც შეეხო, რამაც, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, სამეთაურო სტრუქტურაში არსებული პრობლემები გამოავლინა და მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მზადყოფნაზეც იმოქმედა.

Scroll to Top