ქეთევან გელაშვილი
ქეთევანმა წარმატებით დაასრულა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რა დროსაც დამატებით სპეციალობად (მაინორად) შეისწავლა ასევე საერთაშორისო ურთიერთობები. სწავლის პერიოდში სტაჟირება გაიარა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტში, სადაც სტაჟირების შემდგომ 1 წელი ასრულებდა უმცროსი იურისტის უფლება-მოვალეობებს. ქეთევანი ასევე ხელმძღვანელობდა პროექტს, რომლის ფარგლეშიც ამზადებდა ანალიტიკურ ნაშრომებს აშშ-ს სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით. ქეთევანს აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე წარმომადგენლობის გამოცდილება, მომზადებული აქვს არაერთი სარჩელი, საერთაშორისო ხელშეკრულება, წარდგენილი აქვს სასამართლო მეგობრის მოსაზრებები.