შოთა ღვინერია

შოთა ღვინერია მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრში უფროსი მკვლევრის პოზიციაზე. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. ბოლო პერიოდში მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. წინა პერიოდში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად.

შოთა ღვინერია მივლინებული იყო მრჩევლად ნატოში, საქართველოს მისიაში, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორისა და ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობები.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მოიპოვა საჯარო მოხელის მაგისტრის წოდება. გახდა მადრიდის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მინიჭებული აქვს აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სტრატეგიულ სწავლებათა მაგისტრის ხარისხი.

Scroll to Top