საერთაშორისო ჟურნალისტიკასა და რუსეთის საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე Jill Dougherty-მა სამოქალაქო იდეას პროექტების ალუმნა და მიმდინარე პროგრამების მონაწილეებისთვის 11 მარტს ჩაატარა ლექცია თემაზე – „Power and Geopolitics in the 21st Century“.
ლექცია შეეხებოდა გეოპოლიტიკის გავლენას თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ძალის გადანაწილებაზე. განხილული იყო, თუ როგორ ახორციელებენ გავლენას დიდი სახელმწიფოები და როგორ ცდილობენ მცირე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოსთან ადაპტირებას.
jill Dougherty არის ექსპერტი რუსეთისა და რეგიონის საკითხებში. იგი თითქმის ათწლეულის განმავლობაში იყო CNN-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი და სხვადასხვა დროს მუშაობდა თეთრი სახლისა და საგარეო საქმეთა კორესპონდენტად. ამჟამად არის CNN-ის ანალიტიკოსი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და თანამშრომლობს ისეთ კვლევით ინსტიტუტებთან, როგორიცაა Woodrow Wilson Center და Kennan Institute. იგი ასევე არის წიგნის „My Russia: What I Saw from the Kremlin“ ავტორი.




