ჰორმუზის სრუტის საკითხი ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეც განიხილება

აშშის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, დიპლომატიური გავლენა გამოიყენოს და ირანს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისკენ უბიძგოს. ამის შესახებ ბესენტმა 4 მაისს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბესენტის თქმით, ჩინეთს ირანზე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რადგან, მისი განცხადებით, პეკინი ირანის ენერგორესურსების 90%- ყიდულობს. „ჩინეთმა უნდა აჩვენოს მეტი დიპლომატიური აქტიურობა და ირანელები სრუტის გახსნაზე დაითანხმოს“, – განაცხადა მან.

აშშის ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი 14-15 მაისს პეკინში დაგეგმილ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეც განიხილება. ბესენტის შეფასებით, ვაშინგტონი ჩინეთისგან ელოდება, რომ იგი საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს.

ჩინეთი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება რეგიონული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესშია. ამავე დროს, პეკინი კრიზისისძირეულ მიზეზადაშშისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ასახელებს და გამოსავლად კონფლიქტის შეწყვეტას, დეესკალაციასა და დიალოგს მიიჩნევს.

ირანის პოზიციით, ჰორმუზის სრუტე დახურული არ არის და ნაოსნობა სრულად არ შეჩერებულა. თეირანი აცხადებს, რომ ნაოსნობის თავისუფლებას პატივს სცემს, თუმცა ამას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას უკავშირებს. ირანის განმარტებით, შეზღუდვები მხოლოდ აშშსთან, ისრაელთან ან მათთან დაკავშირებულ გემებს ეხება, ხოლო სხვა, „არამტრულხომალდებს სრუტით უსაფრთხო გავლა შეუძლიათ. რეგიონში შექმნილ საფრთხეებზე პასუხისმგებლობას თეირანი აშშსა და ისრაელს აკისრებს.

ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთერთი მთავარი მარშრუტია. რეგიონში დაძაბულობის ზრდამ ნავთობის ფასებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო ვაშინგტონი ცდილობს, ირანზე ზემოქმედების პროცესში პეკინიც ჩართოს. საკითხი აშშჩინეთის ურთიერთობების ერთერთ მნიშვნელოვან თემად იქცა ტრამპისა და სი ძინპინის მოსალოდნელი შეხვედრის წინ.

Scroll to Top