ახალი გამოწვევები ჩინეთის ეკონომიკისთვის აშშ-ს მზარდი ტარიფების ფონზე

ჩინეთი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში დაბრუნებამდე და ახალი სავაჭრო ტარიფების დანერგვამდე რამდენიმე კვირით ადრე,  ნოემბერში ჩინეთის ექსპორტი უფრო ნელი ტემპით გაიზარდა, ვიდრე წინა თვეში. ასევე დაეცა იმპორტის მოცულობაც.

საექსპორტო გადაზიდვები გაიზარდა მხოლოდ 6,7%-ით გასულ თვეში, რაც ეკონომისტების მიერ მოსალოდნელზე 8,5%-ით დაბალია და ოქტომბრის 12,7%-დან კლების გამოხატულებაა. ამასთანავე, იმპორტი შემცირდა 3.9%-ით, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ცხრა თვის განმავლობაში და გაცილებით უარესი, ვიდრე მოსალოდნელი 0.3%-იანი ზრდა. ამან გამოიწვია მთავრობის მეტი ქმედებისა და ჩარევისკენ მოწოდებები შიდა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 26 ნოემბერს გამოაცხადა, რომ დააწესებს დამატებით 10%-იან ტარიფს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე, რადგან პეკინმა არ შეასრულა დაპირება, რომ  მკაცრად დასჯიდა ყველას, ვინც ხელს  უწყობდა ფენტანილისა და ნარკოტიკების ჩინეთიდან კონტრაბანდას შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით. ტრამპმა, ასევე, განაცხადა, რომ შესაძლოა ჩინურ საქონელზე 60%-ზე მეტი ტარიფი დააწესოს.

ჩინეთს ასევე ემუქრება სავაჭრო ომში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე,  ევროკავშირის მიერ ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე დაწესებული 45,3%-იანი ტარიფების გამო.

ჰუ ტიანჩენმა, Economist Intelligence Unit-ის უფროსმა ეკონომისტმა, განაცხადა, რომ “ტრამპის ტარიფების მოლოდინში, მომავალი წლისთვის, ვაჭრობის დატვირთულობის ადრეული ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ სრულ გავლენას ვერ ვიგრძნობთ მომდევნო თვეებამდე, განსაკუთრებით დეკემბერსა და იანვრამდე“.

აშშ-ს ტარიფები ახლა უფრო დიდი გამოწვევა ხდება ჩინეთისთვის, ვიდრე დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში. ჩინეთის ეკონომიკა, რომლის მოცულობა 19 ტრილიონი დოლარია, დიდწილად ეყრდნობა ექსპორტს, მაგრამ იმის გამო, რომ უძრავი ქონების კრიზისი ზიანს აყენებს ოჯახებისა და ბიზნესის ნდობას, ექსპორტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებმა განაცხადეს უკეთესი ბიზნეს პირობების შესახებ ნოემბერში, რაც მიუთითებდა მთავრობის სტიმულის გარკვეულ ეფექტზე, მათ ასევე აღნიშნეს საექსპორტო შეკვეთების ვარდნა. 

ამის გამო, ექსპერტებმა მოუწოდეს ჩინეთს, თავი დააღწიოს წარმოებასა და ექსპორტზე ზედმეტ დამოკიდებულებას. მთავრობის ზოგიერთი მრჩეველი თვლის, რომ ჩინეთმა მომავალი წლისთვის უნდა შეინარჩუნოს ზრდის სამიზნე დაახლოებით 5%-ის ფარგლებში. ეს კი, მათი აზრით, შესაძლებელია ისეთი უფრო აგრესიული სტიმულირების ზომების გამოყენებით, რომლებიც მიზნად ისახავს შიდა მოხმარების გაძლიერებას აშშ-ს ტარიფების ზემოქმედების კომპენსაციის მიზნით.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბერში დაიწყო პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი მონეტარული შემსუბუქება, შეამცირა საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკაში 140 მილიარდი დოლარი შეიტანა. ჩინეთში ასევე შემცირდა ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა მცენარეული ზეთები და იშვიათი მიწები, თუმცა ზოგიერთზე, როგორიცაა ნედლი ზეთი და სპილენძი, ფასები გაიზარდა.

მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები მალე შეხვდებიან 2025 წლის პრიორიტეტების განსახილველად და ინვესტორებს სურთ ნახონ, გადაიტანს თუ არა პეკინი ყურადღებას სამომხმარებლო სექტორის გაძლიერებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომავალი ზრდა. ეკონომისტები ელიან, რომ იმპორტი გაიზრდება უახლოეს თვეებში, რადგან ფისკალური პოლიტიკა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მოთხოვნის სტიმულირებას სამრეწველო საქონელზე.

Scroll to Top