?მეგობრებო, კოლეგებო,
ამ ძნელბედობის ჟამს, დარწმუნებული ვარ ყველა ვფიქრობთ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, დავეხმაროთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.
ჩვენ ვიწყებთ კამპანიას —
? #გადავარჩინოთსამუშაოადგილები
ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში, დავეხმაროთ ადამიანებს არ დაკარგონ სამსახური!
როგორ?
მაგალითად, წლის მანძილზე უამრავი ღონისძიება იყო დაგეგმილი რომელიც გაუქმებული ან გადადებულია.
✅ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების და თანხმობის პირობებში,
✅გთავაზობთ ყველამ, ე.წ სასაჩუქრე სერთიფიკატის პრინციპით წინასწარ შევიძინოთ საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ პირობებში გავაკეთებდით 12 თვიანი გამოყენების შესაძლებლობით.
✅ეს ყველას შეგვიძლია, ხელისუფლებას, არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა.
?ჩვენ მზად ვართ ამისთვის!
?შემოუერთდით კამპანიას და #გადავარჩინოთსამუშაოადგილები
ყველას ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ
პატივისცემით, თინათინ ხიდაშელი