🚨სამოქალაქო IDEA-ს თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის, ახალი სტატია ამჯერად იტალიურ გამოცემებში — Le Monde და Il Foglio. 🚨
სტატია შეეხება საქართველოს სტრატეგიულ გამოწვევებსა და რუსეთის ირიბ გავლენებს ევროპაზე.
„საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკურ იმედად მოსჭვიოდა სამხრეთ კავკასიისათვის. დღეს ის კომფორტულ, თუმცა დამანგრეველ ავტორიტარულ პოლუსებზე პროგრესირებს. ექსპორტი რუსეთში 1,700%-ით, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 350%-ით გაიზარდა.
დღესდღეობით, მიუხედავად მრავალი გამაფრთხილებელი სიგნალისა, ევროკავშირს კვლავ არ გააჩნია კოორდინირებული რეაგირების მძლავრი მექანიზმი. ერთობლივი დასავლური სტრატეგიის გარეშე თბილისის მომავალს ემუქრება სრული კოლაფსი. ირანში ხშირი დიპლომატიური ვიზიტებისა და ,,სარტყელი და გზის” ინიციატივაში აქტიური ჩართულობით, საქართველო თმობს ევროპულ მისწრაფებებს რუსულ, ჩინურ და ირანულ რეჟიმებთან პარტნიორობის სანაცვლოდ.“
🔍 ვრცლად სტატიის ძირითად აქცენტებზე:
- საფრანგეთის ბრძოლა რუსულ გავლენასთან: 2022 წლის აპრილიდან პარიზმა რუს მოქალაქეებზე 1,200 სავიზო და აკრედიტაციის მოთხოვნა უარყო (მათ შორის 350 უშუალოდ საფრანგეთისკენ მიმავალი რუსეთის მოქალაქეების მიმართ). ამის მიზანი რუსული სადაზვერვო ქსელების განეიტრალებაა. საფრანგეთის შიდა უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა სამსახურები (DGSI and Quai d’Orsay) ახლა ყველა რუსეთის მოქალაქეს დეტალურად ამოწმებენ – აკადემიური წრეების წარმომადგენლებიდან დაწყებული, ფესტივლების სტუმრებით, ინფლუენსერებითა და დიპლომატთა მეუღლეებით დამთავრებული.
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროპაგანდა: NewsGuard-ის მიერ გამოვლენილმა ოპერაციამ “Storm-1516” 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დეზინფორმაციული ტალღა გაავრცელა დაახლოებით 39,000 პოსტის სახით (55.8 მილიონი ნახვით), სადაც ბრიჯიტ მაკრონსა და ზელენსკის კორუფციასა და სხვა დანაშაულებში გამიზნულად ადანაშაულებდნენ.
ხიდაშელის შეფასება: “ეს აღარ არის ძველი ტიპის შპიონაჟი, როდესაც აგენტებს საზღვრებზე კოდირებული გზავნილები გადაჰქონდათ – დღეს ბრძოლის ველი ინტერნეტია. დემოკრატიულმა ქვეყნებმა მკაცრი საკონსულო კონტროლი და ციფრული სიფრთხილე საერთო „დამცავი ფარის“ ორ თანაბრად მნიშვნელოვან მხარეებად უნდა აღიქვან.”
- ავტორიტარული რეჟიმებთან კავშირების გაძლიერების გარდა სტატიაში ვრცელი ადგილი ეთმობა, იმას, თუ როგორ შეირყა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში დემოკრატიული ინსტიტუტები: გაყალბებული არჩევნები, მანიპულირებელი ამომრჩეველი, მედიაზე ზეწოლა და სასამართლოს კონტროლი.
„საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს წყალს ატანს. სტრატეგიულ ობიექტებს იგი თავისი ხელით გადასცემს ავტორიტარულ რეჟიმებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა — ეს არის სრულიად ევროპის პრობლემა. საჭიროა უფრო მკაცრი სანქციები, გაძლიერებული დიპლომატიური წნეხი და ერთგული სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი“.