1 დეკემბერს ტოკიოს უნივერსიტეტში, კვლევისა და ტექნოლოგიების ცენტრის (RCAST) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, მომხსენებლად გამოვიდა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი.
მოხსენებაზე: „Frontlines of Influence: Russia, China, and the Hybrid Contest over Georgia“ – თინათინ ხიდაშელმა ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მიმოიხილა ავტორიტარული სახელმწიფოების; რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენები საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცესა და ეკონომიკურ სექტორებზე.
“თინათინ ხიდაშელი ისაუბრებს, როგორ იქცა საქართველო ჰიბრიდული ომის საცდელ ველად. საქართველო, პატარა ქვეყანა კავკასიაში, უმკლავდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სტრატეგიულ გამოწვევებს; რუსეთის გავლენებს დემოკრატიული პროცესების შეფერხების პროცესში, ჩინეთის ეკონომიკური პროექტების საფრთხეებსა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას. მისი გამოსვლა, ამავდროულად, შეეხება ჩინეთის მიერ დაგეგმილ ინვესტიციებს საქართველოში, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ანაკლიის პორტს.
საქართველოს სამოქალაქო სივრცის შემცირებასთან ერთად, თინათინ ხიდაშელი თავადაც გახდა მძლავრი დეზინფორმაციის სამიზნე, ამის ერთ-ერთი მაგალითია სამთავრობო არხის მიერ მომზადებული “დოკუმენტური ფილმი”, რომელმაც იგი წარმოჩინა როგორც „ტაივანის აგენტი“ და იაპონური მთავრობის სახელით გარკვეული ინტერესების გამტარებელი.
ზემოთჩამოთვლილი საფრთხეები მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ავტორიტარული აქტორების მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციულმა კამპანიებმა მსოფლიო მასშტაბით გაიდგა ფესვები, ამიტომ შეხვედრა ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს” – წერს აკირა აგატა, ტოკიოის უნივერსიტეტის, კვლევისა და ტექნოლოგიების ცენტრის (RCAST) ლექტორი შეხვედრის შესახებ საინფორმაციო ბარათში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტოკიოს უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა: მოხსენების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია.




