თინათინ ხიდაშელის თანაავტორობით ესპანეთში წიგნი გამოიცა
24/03/2026
ესპანეთში, გამომცემლობა Editorial Dykinson-ის მიერ, გამოიცა წიგნი “Geopolitics and Diplomacy on the Ground”, რომლის ერთ-ერთი თანაავტორია სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
24 მარტს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ბარსელონაში, სადაც ავტორები, მათ შორის თინათინ ხიდაშელი, პირადად წარდგნენ და აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
გამოცემა წარმოადგენს საერთაშორისო კოლაბორაციულ ნაშრომს, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და მკვლევრების – მათ შორის სესილია მალმსტრიომისა და შლომო ბენ-ამის – ხედვებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წიგნი 2026 წელს გამოიცა და ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკულ განზომილებაზე – იმაზე, თუ როგორ იქმნება და ხორციელდება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები რეალურ გარემოში.