სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, წარმოადგენს საქართველოს 19-20 მაისს, პრაღაში გამართულ სამიტზე.
„გლობალური გეოპოლიტიკური გარემო დრამატულად იცვლება – დემოკრატიულ ქვეყნებს სულ უფრო უჭირთ ავტორიტარიზმის აღმავლობის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში, მაგალითად, ერთპარტიული მთავრობა ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ – ჟურნალისტების დევნითა და საერთაშორისო მხარდაჭერის კრიმინალიზებით.
ჩვენს ყოველწლიურ Unlock Civic Summit-ის ფარგლებში, შეიკრიბებიან დამოუკიდებელი ხმები, რომლებიც პოზიტიური ცვლილებებისათვის იბრძვიან. მათ შორის იქნება თინათინ ხიდაშელი, რომელიც მოგვიყვება საქართველოს საპროტესტო მემკვიდრეობასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ სამოქალაქო სიმამაცეზე.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე ვუმასპინძლებთ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ამ თანამდებობაზე მყოფ პირველ ქართველ ქალს“ – წერს ორგანიზაცია Prague Civil Society Centre, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია.

