სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პრაღაში ჩატარებულ “Forum 2000”-ის პანელში, სახელწოდებით „ქართული არჩევნები- არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ წინსვლას შორის“.
ორ კვირაზე ნაკლებ დროში ქართველები გადამწყვეტ არჩევანს გააკეთებენ, რომელიც სავარაუდოდ განსაზღვრავს, ქვეყანა ევროპასთან მჭიდრო კავშირებისკენ გადაიხრება, თუ მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი არჩევნები გადამწყვეტია. მმართველი პარტიის გამარჯვებამ შეიძლება სერიოზულად შეზღუდოს ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. ფსონები მაღალია და ძლიერი, კარგად ინფორმირებული სადამკვირვებლო მისია აუცილებელია საარჩევნო პროცესის სამართლიანობის შესაფასებლად. იმის გარდა, რომ რუსეთის ჩარევა პროცესში სავარაუდოა, ეს არჩევნები, ასევე, შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვიხილავთ PRC-ს მნიშვნელოვან ჩართულობას, რეგიონში მისი მზარდი ინტერესებიდან გამომდინარე. რა არის ამ პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები? რა მდგომარეობაა საქართველოს პროდასავლური ძალების რიგებში? რას უნდა ველოდოთ, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს? – ეს ის თემებია, რომლებიც პანელის მსვლელობისას განიხილეს.
პანელში ასევე მონაწილეობდნენ ვასილ სიხარულიძე( საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე) და როსტისლავ ვალვოდა (პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ცვლილება მიმდინარე პოლიტიკისა, რომელიც მართლაც რუსული მიმართულებით მიდის“