თინა ხიდაშელი მონაწილეობას იღებს ვარშავაში გამართულ ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე. იგი მონაწილეებს მიმართავს სესიაზე: „ რეაგირება „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონმდებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.“
„მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები ეუთოს რეგიონის ბევრ ნაწილში მზარდი საფრთხის ქვეშ იმყოფება. მთავრობები რეგიონის მასშტაბით ახორციელებენ ეგრეთწოდებულ „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობას ( ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „უცხოური გავლენის“ ან „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონებს ) გამჭვირვალობის ზომების საფარქვეშ, რომელიც ხშირად სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გამოიყენება. ეს კანონმდებლობა ხშირად ქმნის მედიის თავისუფლებისა თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და კონტროლის საფუძველს.
თინა ხიდაშელის მიზანია ეუთოს წევრ ქვეყნებს გააცნოს თავისი ხედვა, რათა მონაწილე სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ ამ კანონების მავნე ზემოქმედების შესარბილებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შეერთებული შტატები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლიტვის რესპუბლიკა, ლატვია, ჩეხეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, ფინეთი და პოლონეთი