იაგო კაჭკაჭიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
აკადემიური საქმიანობის პარალელურად იგი აქტიურადაა ჩართული სოციალურ კვლევებში. არის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მონაწილეობა სამოცზე მეტ კვლევით და აკადემიურ პროექტში, როგორც პროექტის დირექტორს და/ან ანალიტიკოსს. არის 6 მონოგრაფიისა და 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებში ინგლისურ და რუსულ ენებზე. არის საერთაშორისო რეფერირებული ჟურნალის („Social Policy and Social Work in Transition“) თანარედაქტორი (გამოიცემა დიდ ბრიტანეთში). იაგო კაჭკაჭიშვილი, როგორც ანალიტიკოსი და სოციალური შეფასების ექსპერტი, თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ევროკავშირი, გაეროს ოგანიზაციები და სხვ.)
სწავლობდა თსუ-ში, ჯერ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიაში, ხოლო შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია სოციოლოგიაში. კითხულობს კურსებს, როგორც სოციალური თეორიების, ისე კვლევის მეთოდების სფეროში.