პროექტის „შეხვედრა ელჩთან“ მესამე სერია დასრულდა !
“შეხვედრა ელჩთან” სამოქალაქო იდეას პროექტია, რომლის განმავლობაშიც არჩეულ მონაწილეებს საშუალება აქვთ 2 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად შეხვდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩებს.
პროექტი უკვე მესამედ ჩატარდა და ამ სერიაში მონაწილებმა გაიცნეს საქართველოს, გერმანიის, ევროკავშირის, ლატვიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, იტალიის, ნიდერლანდების, იაპონიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთისა და იტალიის ელჩები. შეხვედრები ლექცია-დისკუსიის ფორმატით მიმდინარეობდა.
23 მაისს კი გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც გამოვლინდნენ პროექტის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები. მონაწილეებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს „ამბის თხრობის“ ფორმატში – ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე.
გამარჯვებულებს პრიზები საზეიმოდ თავად ელჩებმა გადასცეს, რომლებიც ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ და დიდი ინტერესით მოუსმინეს ახალგაზრდების ნამუშევრებს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ღონისძიება კი საზეიმო ვახშმით დასრულდა.
სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის პროექტის ყველა მონაწილეს, ელჩს, სტუმარსა და მხარდამჭერს!