როგორ გააკრიტიკა ბრაზილიის პირველმა ლედიმ ტიკტოკი პეკინში?

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვასა და სი ძინპინს შორის, პეკინში გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაძაბულობა მოჰყვა. წვეულება, რომელსაც სი მასპინძლობდა, არ ითვალისწინებდა ოფიციალური მოხსენების ან განცხადების გაკეთებას. თუმცა, ბრაზილიის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ციფრული პლატფორმების რეგულირების საკითხი წამოაყენა და ჩინურ მხარეს ჰკითხა ბრაზილიაში ამ საკითხის განსახილველად ოფიციალური წარმომადგენლის გამოგზავნა თუ იყო შესაძლებელი.

ბრაზილიის პრეზიდენტის აღნიშნული თხოვნის შემდეგ, პირველმა ლედიმ, როსანჯელა „ჯანჯა“ და სილვამ ღიად გააკრიტიკა ტიკტოკი „საზიანო კონტენტის“ ხელშეწყობისთვის. პირველმა ლედიმ დააფიქსირა 8 წლის ბრაზილიელი გოგონას შემთხვევა, რომელიც აპლიკაციაზე გავრცელებულ „დეზოდორანტის გამოწვევაში“ ჩაერთო და აეროზოლი შეისუნთქა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯანჯამ აღნიშნა, რომ პლატფორმის ალგორითმი ბრაზილიაში მემარჯვენე კონტენტის გავრცელებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც, ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას და დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

მოვლენის მოწმეთა დაკვირვებით, ჯანჯას კომენტარმა შეაწუხა ჩინეთის პირველი ლედი, პენ ლიუანი, რომელმაც ეს შემთხვევა „სი ძინპინისადმი უპატივცემულო“ ქცევად შეაფასა. 

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ვახშამი დახურულ ფორმატში ჩატარდა, შეხვედრის შემდეგ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციამ მედიაში გაჟონა. თუმცა, შეხვედრას ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ბრაზილიის მინისტრები ესწრებოდნენ. ამიტომ, შემთხვევამ თავად ბრაზილიის მთავრობის ადმინისტრაციაში კითხვები და ეჭვები გააჩინა. შემთხვევის შესახებ ჩინურ მხარეს, მათ შორის ბრაზილიაში ჩინეთის საელჩოს, საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: https://www.scmp.com/news/china/diplomacy/article/3310985/amid-furore-brazils-first-lady-defends-tiktok-remarks-china-state-dinner-hosted-xi

Scroll to Top