სიღარიბის ერთიანი სტანდარტის არარსებობისა და თვლადების იგნორირების პირობებში სრულიად დეზინფორმაციული და არაფრისმთქმელია გარკვეული სამთავრობო ტროლების მხრიდან იმაზე გლოვა რომ, Eurostat-ის ინფორმაციის შესაბამისად, ევროკავშირის მოსახლეობის 21.4%, ანუ 94.6 მილიონი ადამიანი, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ იმყოფება.
სრული კატეგორიულობით უნდა ითქვას, რომ საქართველო და ევროკავშირი სიღარიბეს სრულიად განსხვავებული სტანდარტებითა და კრიტერიუმებით ითვლიან და, შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი რიცხვები ერთმანეთთან ერთი რომელიმე კოეფიციენტის მიხედვით არ დარდება.
თუკი მაინცდამაინც უნდა დავადაროთ, შესაძლებელია სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი გამოვიყენოთ, რომელიც განსაზღვრულია 3.65 აშშ დოლარზე ნაკლები დღიური შემოსავლით. ამ მონაცემის შესაბამისად, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ევროკავშირში კი ასეთი მხოლოდ ყოველი 167-ე.