2024 წლის 25 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან და საქართველოს სასამართლოს გუშაგთან ერთად, მიიღო მონაწილეობა National Endowment for Democracy-ის გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონში, რომელიც საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთათვის კოალიციათა რამდენიმე ვარიანტის შეთავაზება ოპტიმიზმის საფუძველს ზრდის, რომ შანსია მმართველმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგოს. თუმცა, წარმატების მისაღწევად საჭიროა ერთიანი, სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი კამპანია, რათა ამომრჩევლის აქტიურობა გაიზარდოს, რადგან ხშირად არჩევნებში გასამარჯვებლად აუცილებელი პირობა საზოგადოებრივი აღქმის ფორმირებაა.
შეხვედრაზე ,ასევე , გამოითქვა შეშფოთებები ქართული ოცნების ტაქტიკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკლესიის გამოყენებასთან, თავის პოლიტიკურ კამპანიებში. საერთაშორისო ზედამხედველობა და წნეხი მნიშვნელოვანია სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულ თემებთან ერთად, ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებული აქტუალური გამოწვევებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მიღებულ სადავო კანონზე. სამოქალაქო იდეამ და მისმა პარტნიორებმა განიხილეს კანონის გავლენა, და მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი შედეგები სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრაზე ხაზი ასევე გაესვა, რომ ძირითადი რეფორმები, როგორებიცაა სასამართლოს გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული ზომები აუცილებელი და გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.